ღმერთი იცავს აღთქმებს ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 73:20
გაიხსენე შენი აღთქმა, რადგან ძალადობით აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები.

ლევიანნი 26:9
მოვიხედავ თქვენკენ, მოგაშენებთ, გაგამრავლებთ და განვამტკიცებ თქვენთან ჩემს აღთქმას.

ნეემია 1:5
ვეუბნებოდი: „გევედრები, უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიადო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო მათთვის, ვისაც უყვარხარ და იცავს შენს მცნებებს!

ნეებია 9:32
ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, მცირედ ნუ ჩათვლი მთელ იმ უბედურებას, რომელიც გვეწია ჩვენ, ჩვენს მეფეთ, მთავრებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველთ, მამებსა და მთელ შენს ხალხს, აშურის მეფეთა დღეთაგან დღემდე.

მეორე რჯული 8:18
უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,

გამოსვლა 2:24
გაიგონა ღმერთმა მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.

გამოსვლა 6:5
და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.

ლევიანნი 26:42
მაშინ გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, ჩემს აღთქმას ისაკთან, ჩემს აღთქმას აბრაჰამთან და მიწასაც გავიხსენებ.

ლევიანნი 26:45
და გავიხსენებ აღთქმას მათ მამებთან, რომლებიც ხალხების თვალწინ გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვყოფილიყავი მათი ღმერთი. მე ვარ უფალი.“

ფსალმუნები 104:8-11
საუკუნოდ ახსოვს თავისი აღთქმა, სიტყვა, ნაბრძანები ათასი თაობისთვის. რომელიც შეკრა აბრაჰამთან; და თავისი ფიცი – ისაკთან. დაუდგინა იგი წესად იაკობს და სამუდამო აღთქმად – ისრაელს. უთხრა: „შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას, როგორც წილს შენი მემკვიდრეობისას.“

ფსალმუნები 105:45
გაიხსენა თავისი აღთქმა და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალებით.

ფსალმუნები 110:5
აძლევს საზრდოს თავის მოშიშებს, მარადის ახსოვს თავისი აღთქმა.

მეორე რჯული 7:9
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,

მეორე რჯული 7:12
თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს.

3 მეფეთა 8:23
და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არავინაა შენი სადარი, ღმერთო, მაღლა ზეცაში თუ დაბლა დედამიწაზე, აღთქმას და სიკეთეს უნახავ შენს მსახურთ, ვინც მთელი გულით დადის შენ წინაშე.

ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: „გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი თქვენს მამებს და ვთქვი: უკუნისამდე არ გავაუქმებ თქვენთან დადებულ აღთქმას.

ფსალმუნები 88:34
არ დავარღვევ ჩემს აღთქმას და ჩემი პირით ნათქვამს არ შევცვლი.

ესაია 34:10
რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა შენგან, ამბობს უფალი, შენი შემბრალე.

იერემია 33:25
ასე ამბობს უფალი: თუ მე არ დავუდე აღთქმა დღესა და ღამეს და დავადგინე ცისა და ქვეყნის წესი,

დანიელი 9:4
ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: „ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!