ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ეხმარება ღარიბებს
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 139:12
ვიცი, რომ უფალი მოისმენს ჩაგრულის საჩივარს და ღარიბს სამართალს გაუჩენს.
-
1 მეფეთა 2:8
მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.
-
იობი 5:15
იხსნის გლახაკს მათი პირის მახვილისგან და ძლიერის ხელისგან.
-
ფსალმუნები 108:31
რადგან მარჯვნივ დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმკითხველთაგან.
-
ფსალმუნები 112:7
მტვრიდან წამოაყენებს საწყალს, სკორედან აღამაღლებს ღატაკს.
-
ფსალმუნები 67:10
შენი სამწყსო დასახლდა იქ; ღმერთო, შენ განუმზადე სიკეთე ღარიბებს.
-
იობი 36:15
ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით და თრგუნვისას ყურს უხსნის მათ.
-
იობი 34:28
მივიდა მასთან ღატაკთა ღაღადი და ესმის მას ჩაგრულთა მუდარა;
-
ფსალმუნები 106:41
ღარიბს კი გამოიყვანს სიღატაკიდან და ცხვრის ფარასავით მოაშენებს მის შთამომავალს.
-
იგავნი 29:13
ღატაკსა და მჩაგვრელს ერთი აქვთ საერთო; ორივესთვის უფალია თვალის ჩინის მიმცემი.