ღმერთი დუმს ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 49:21
მას სჩადიოდი და მე ვდუმდი; გეგონა, რომ მე შენი მსგავსი ვარ; ახლა კი გამხელ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.

ესაია 64:12
მაინც შეყოვნდები, უფალო? ნუთუ მდუმარედ დარჩები და გაგვტანჯავ მეტისმეტად?

აბაკუმი 1:13
მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?

იობი 34:29
როცა დუმს იგი, ვინ არის მისი მსჯავრმდებელი? როცა სახეს მალავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება ეს თუ ერთი კაცი.

ესაია 42:14
დიდხანს ვდუმდი, გავჩერდი, თავს ვიკავებდი; ახლა კი მშობიარესავით ავკივლდები, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.

ესაია 57:11
ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, როცა იცრუე, არ გამიხსენე და გულს აღარ მიდებდი? დიდხანს ვდუმდი და ამიტომ აღარ გეშინოდა ჩემი?

სოფონია 3:17
უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.

ებრაელთა 12:19
არც საყვირისა და სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა,

ფსალმუნები 27:1
შენ მოგიხმობ უფალო, სიმაგრევ ჩემო! ნუ დადუმდები; ვაი, თუ დადუმდე და საფლავში ჩასულს დავემგვანო.

ფსალმუნები 82:1
ღმერთო, ნუ დადუმდები; ჩუმად ნუ იქნები და ნუ დამშვიდდები, ღმერთო!

ფსალმუნები 108:1
ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.

ესაია 62:1
არ დავდუმდები სიონის გამო და არ დავმშვიდდები ისრაელის გამო, ვიდრე ნათელივით არ გამობრწყინდება მისი სიმართლე და ანთებული ჩირაღდანივით – მისი ხსნა.

Close
Close