ღმერთი ჩვენსკენაა – ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 55:9
უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ. ამით გავიგებ, რომ ღმერთი ჩემთანაა.

ფსალმუნები 117:6
უფალი ჩემთანაა – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?

ფსალმუნები 117:7
უფალი ჩემთანაა, ჩემს შემწეთა შორის, ამიტომ ვიზეიმებ ჩემს მტრებზე.

ეზეკიელი 36:9
რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.

დაბადება 31:42
მამაჩემის ღმერთი, აბრაჰამის ღმერთი და ისაკის შიში რომ არ ყოფილიყო ჩემთან, ახლა ხელცარიელს გამისტუმრებდი. მოხედა ღმერთმა ჩემს ტანჯვასა და ჯაფას და გამხილა წუხელ!”

ფსალმუნები 124:1-2
უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, – თქვას ახლა ისრაელმა, – უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცები,

რომაელთა 8:31-32
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?

4 მეფეთა 6:16-17
მიუგო ელისემ: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენს მხარეს უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მათთან”. ასე ილოცა ელისემ: „უფალო, გთხოვ აუხილე თვალი, რომ დაინახოს”. აუხილა უფალმა ჭაბუკს თვალი და ხედავს: აჰა, მოფენილია მთა ელისეს ირგვლივ ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

1 იოანეს 4:4
შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.

რიცხვნი 14:9
ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.