ღმერთი ჩვენი ციხესიმაგრეა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 17:2
უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.

ფსალმუნები 61:6
მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ხსნა ჩემი, ჩემი სიმაგრე – არ შევირყევი.

ფსალმუნები 45:1-3
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს. ამიტომ არ შეგვეშინდება, სახეც რომ იცვალოს დედამიწამ, მთებიც რომ ჩაცვივდნენ ზღვათა შუაგულში. თუნდაც ახმაურდნენ და აბობოქრდნენ წყლები, მთებიც რომ შეიძრნენ მათი მღელვარებისგან.

2 მეფეთა 22:2
„უფალი კლდეა ჩემი, ციხესიმაგრეა და მხსნელი ჩემი.

ფსალმუნები 90:2
ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი.

ფსალმუნები 143:2
მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, თავშესაფარი და მხსნელი ხარ ჩემი, ფარი და იმედი, რომელიც ხალხებს მიმორჩილებს.

ნაუმი 1:7
კეთილია უფალი – ციხესიმაგრე გასაჭირში, და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ.