ესაია 61:1
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.
ფსალმუნები 101:20
რომ მოისმინოს პატიმრის კვნესა და გაათავისუფლოს სიკვდილმისჯილნი.
იერემია 30:8
და იქნება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავამსხვრევ მის უღელს მათ ქედზე და დავწყვეტ მათ ბორკილებს; ვეღარ დაიმონებენ მას უცხონი.
ეზეკიელი 34:27
ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
ნაუმი 1:13
ახლა კი დავლეწავ უღელს, ქედზე რომ გადგას და დავწყვეტ შენს აპეურებს.
ეზეკიელი 30:18
თეხფენხესში დაბნელდება, როცა ეგვიპტის უღელს დავამსხვრევ. გარდახდება მისი ძლევამოსილების სიამაყე, ღრუბელი დაფარავს; დატყვევდებიან მისი ასულნი.
ესაია 9:4
როგორც მიდიანის დღეს, ისე დაამსხვრიე მისი მძიმე უღელი, კვერთხი მის მხრებზე და მისი მჩაგვრელის მათრახი.
ოსია 11:4
ადამიანური საბელებით ვატარებდი, სიყვარულის თოკებით, ვითარცა ამხსნელი ლაგამისა მათი ყბებიდან; დავიხარე და ვკვებავდი მათ.
ფსალმუნები 67:6
ღმერთი სახლს აძლევს მარტოხელებს, კეთილდღეობაში გამოჰყავს პატიმრები, ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან.
დანიელი 3:25
მიუგო მან და თქვა: „შეხედეთ, ხელ-ფეხ გახსნილ ოთხ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიდიმოდიან უვნებლად. მეოთხე, შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს!“
ფსალმუნები 106:14
გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან; ბორკილები მათი დაწყვიტა.
იობი 12:18
მეფეებს ბორკილებს ხსნის და სარტყელს არტყამს წელზე;
ფსალმუნები 115:7
უფალო, ნამდვილად შენი მსახური ვარ; მსახური ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; შენ შემხსენი ბორკილები.
ფსალმუნები 145:7
აღასრულებს სამართალს ჩაგრულთათვის, საზრდოს აძლევს დამშეულთ, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს.
ეზეკიელი 13:20
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ თქვენი ჯადოქრული სამაჯურების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ფრინველებივით ინადირებთ; გამოგგლეჯთ მკლავებიდან და გავათავისუფლებ სულებს, რომლებსაც ფრინველებივით ინადირებთ.
ზაქარია 9:11
შენ კი: შენთან დადებული აღთქმის გამო, სისხლით რომ იქნა დაბეჭდილი, გავათავისუფლებ შენს ტყვეებს უწყლო ჭიდან.
იობი 39:5
ვინ გაუშვა კანჯარი ლაღად? ველურ ვირს საბელები ვინ აუხსნა,
საქმეები 2:24
მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.
ფსალმუნები 141:7
საპყრობილედან გამომიყვანე, რათა ხოტბა შევასხა შენს სახელს! გარს შემომეხვევიან მართლები, რადგან კეთილად მომექცევი.
საქმეები 12:7
და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: „ჩქარა ადექი!“ და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა.
საქმეები 16:26
უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები.
საქმეები 5:19
მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
საქმეები 12:7-10
და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: „ჩქარა ადექი!“ და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა უთხრა ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი.“ ასეც მოიქცა. უთხრა: „მოსასხამი მოისხი და გამომყევი.“ პეტრეც გამოვიდა და გაჰყვა. არ იცოდა, რომ ის, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადში ხდებოდა; ფიქრობდა, ჩვენებას ვხედავო. გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი.
საქმეები 12:17
მან ხელით ანიშნა, გაჩუმდითო და უამბო, როგორ გამოიყვანა საპყრობილედან უფალმა. ბოლოს თქვა: „შეატყობინეთ ეს ამბავი იაკობსა და ძმებს.“ მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
ესაია 49:9
რათა ტყვეებს უთხრა: გამოდით! და სიბნელეში მსხდომთ: გამოჩნდით! გზების გასწვრივ გამოიკვებებიან და ყველა მოშიშვლებულ სიმაღლეზე მათი საძოვარი იქნება.
ფსალმუნები 118:45
ფართო ადგილზე ვივლი, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავდი.