განკურნება ბიბლიის მუხლები

იგავნი 4:20-22
შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი. არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე. რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,

გამოსვლა 15:26
თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.

ფსალმუნები 106:19-21
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან იხსნა ისინი. მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა საფლავებიდან. დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.

გამოსვლა 23:25
და ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და ის აკურთხებს შენს პურს და შენს წყალს, და განვაშორებ ავადმყოფობას შენგან.

იერემია 17:14
განმკურნე მე, უფალო და განვიკურნები, დამიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი საქებარი.

1 პეტრეს 2:24
რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ.

ესაია 53:4-5
მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი – ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.

ფსალმუნები 29:2
უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ განმკურნე მე.

იერემია 33:6
აჰა, მე მოვუტან მათ მორჩენასა და განკურნებას, და მე განვკურნავ მათ და გავუხსნი მათ მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვეს,

ფსალმუნები 102:2-4
ადიდე, სულო ჩემო, უფალი, და ნუ დაივიწყებ რაც კეთილი გიყო! ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;

იაკობის 5:14-15
არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.

ფსალმუნები 40:1-3
ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე; უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი. უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს; და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და შენ არ გადასცემ მათ მათი მტრების სურვილისამებრ. უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.

ფსალმუნები 146:3
განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.

მათეს 8:5-17
როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა და უთხრა: „უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება.” უთხრა მას: „მე მოვალ და განვკურნავ მას.” მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთე-მეთქი ეს! და აკეთებს.” ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.” და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს.” და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური. იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ. როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.”

მათეს 9:35
დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას.

მარკოზის 5:34
მან კი უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან.”

იაკობის 5:16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.

3 იოანეს 1:2
საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილი გზით გევლოს და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილად.

მათეს 10:8
სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.

ლუკას 8:43-48
იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა. უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა. თქვა იესომ: „ვინ შემეხო?” როცა ყველამ იუარა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?” ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან.” ქალმა, რაკი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა. უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!”

ლუკას 8:49-56
ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს.” იესომ, ეს რომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება.” სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა. ყველა მოთქვამდა და დასტიროდა მას, მან კი უთხრა: „ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, სძინავს მხოლოდ.” ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო. ხელი ხელში ჩასჭიდა, შესძახა და თქვა: „გოგონავ, ადექ!” და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა იგი და მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის. და გაუკვირდათ მის მშობლებს. მან უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.

გამოცხადება 21:4
მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.”

იგავნი 17:22
მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.

იგავნი 16:24
სასიამოვნო ნათქვამი გოლეული თაფლივითაა, სულისათვის ტკბილია და ხორცისათვის კურნება.

მათეს 11:28
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

ლუკას 4:18
„უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,

ფსალმუნები 118:71
კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესდებანი შენი.