21 და უთხრა უფალმა მოსეს: „იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელთ მოგეცი. მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ის ხალხს. 22 და უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ჩემი პირმშო ძეა ისრაელი. 23 და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი ძე, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!’“