გამოსვლა 22:10-15

By
მარტი 31, 2015
10 თუ ვინმე მიაბარებს თვისტომს ვირს, ხარს ან კრავს, ან რაიმე პირუტყვს, და თუ ის მოკვდა ან დაშავდა, ან მოიტაცეს და მნახველი არავინ იქნება, 11 უფლის წინაშე ფიცი იყოს ორივეს შორის, რომ არ წასცდენია ხელი თავისი მოყვასის საკუთრებაზე. და მიიღოს ეს პატრონმა და არ აუნაზღაურდეს. 12 ხოლო თუ მოჰპარეს, უზღოს მის პატრონს. 13 თუ მას მხეცი დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად, და არ ზღოს. 14 და თუ ვინმემ ითხოვოს თავისი მოყვასისგან პირუტყვი და ის დაშავდეს ან მოკვდეს, და პატრონი კი იქ არ იყოს, უნდა ზღოს, 15 მაგრამ თუ მისი პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს. თუ დაქირავებული ჰყავდა, ქირა უნდა გადაიხადოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close