22 აჰყარა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან, და გავიდნენ შურის უდაბნოში. და იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი. 23 მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის წყალი. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა. 24 და შესჩივლა ხალხმა მოსეს: „რა დავლიოთ?“