27 და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე, და მოიქცა ზღვა გამთენიისას თავის ადგილას და გარბოდნენ ეგვიპტელნი მისკენ. და ჩაყარა უფალმა ეგვიპტელნი შუაგულ ზღვაში. 28 და მიიქცა წყალი, და დაფარა ეტლები და მხედრები, და ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ ისრაელიანთ. არ გადარჩენილა მათგან არც ერთი. 29 ისრაელიანები მიდიოდნენ მშრალზე შუაგულ ზღვაში და წყლები კედლად ედგა მათ მარჯვნივ და მარცხნივ.