5 და მოკვდება ყოველი პირმშო ვაჟი ეგვიპტის ქვეყანაში – ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავს რომ უზის; და ყოველი პირველმოგებული მამალი პირუტყვი. 6 და ატყდება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება.