გამოცხადება 20:11-15

By
დეკემბერი 26, 2014
11 ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. 12 ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. 13 მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები. და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები, და თითოეული განკითხულ იქნა მისი საქმეებისამებრ. 14 სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა. 15 ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.

კომენტარის დატოვება

Close
Close