1 ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც უპყრია შვიდი ვარსკვლავი მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის: 2 ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა, და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებს უწოდებენ, არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად. 3 და ითმენ და იტანჯები ჩემი სახელისათვის და არ მოქანცულხარ. 4 მაგრამ შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.