გამოცხადება 14:1-5

By
მარტი 26, 2014
1 და ვიხილე და აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან 144 ათასი, რომელთაც შუბლზე აქვთ წარწერილი მისი სახელი და მისი მამის სახელი. 2 და მომესმა ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა. და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, თავიანთ ქნარებზე რომ უკრავენ. 3 ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა დედამიწისაგან გამოსყიდული 144 ათასისა. 4 ეს ისინი არიან, რომლებიც არ შებილწულან დედაკაცებთან, რადგან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფნი ღმერთისა და კრავისათვის. 5 და არ აღმოჩნდა მათ ბაგეში სიცრუე. უბიწონი არიან ისინი.

კომენტარის დატოვება

Close
Close