1 თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ჩვენ ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს. 2 აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესაგან. 3 და კიდევ ვუმოწმებ ყოველ ადამიანს, რომელიც აპირებს წინადაცვეთას, რომ ის ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს. 4 თქვენ, რომლებიც ცდილობთ რჯულით გაიმართლოთ თავი, განეშორებით ქრისტეს და სწყდებით მადლს. 5 ჩვენ კი სულით, რწმენისაგან, იმედით მოველით სიმართლიანობას. 6 რადგან ქრისტე იესოში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას. 7 კარგად მიდიოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?8 ეს მოსაზრება იმისგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდათ. 9 მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს. 10 მჯერა მე თქვენი უფალში, რომ არ იფიქრებთ სხვანაირად, ხოლო თქვენი აღმაშფოთებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს. 11 მე კი, ძმებო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას, რისთვისღა ვიდევნები? მაშინ ჯვრის საცთური მოიხსნებოდა. 12 ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთებელნი. 13 თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ უნდა გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.