გალატელთა 2:11-14

By
მარტი 11, 2014
11 როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, დავუპირისპირდი მას საჯაროდ, რადგან მცდარად იქცეოდა. 12 რადგან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით. 13 მასთან ერთად ფარისევლობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ. 14 მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: „თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, წარმართებს რაღად აიძულებ, რომ გაიუდეველდნენ?“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close