1 უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა მან! გამარჯვება მოუტანა მას მისმა მარჯვენამ და წმიდა მკლავმა. 2 გააცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, სიმართლე თვისი გადაშალა ერების თვალწინ. 3 გაუხსენა თავისი წყალობა და ჭეშმარიტება ისრაელის სახლს; დედამიწის ყველა კუთხემ იხილა ჩვენი ღმერთის გამარჯვება. 4 შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყანავ! შესძახეთ სიხარულით, უგალობეთ დიდება! 5 უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და გალობის ხმით! 6 რქითა და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ აღფრთოვანებით მეუფეს, უფალს! 7 ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისნი მკვიდრნი!