ფსალმუნები 62:1-8

By
მაისი 5, 2015
1 შენ ხარ ჩემი ღმერთი; შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს, შენსკენ მოილტვის ჩემი სხეული, როგორც უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე; 2 ასე გიხილე სიწმიდეში; ვიხილე შენი ძალა და დიდება შენი. 3 რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ. 4 ამიტომ გადიდებ მთელი სიცოცხლე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს. 5 ქონითა და სიმსუქნით დამსუყდა სული ჩემი; აღფრთოვანებული ბაგეებით გაქებს პირი ჩემი, – 6 როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, და მთელ ღამეებს ვფიქრობ შენზე; 7 რადგან შენ იყავ დამხმარე ჩემი, შენს ფრთათა ჩრდილქვეშ ლხენით გიმღერი. 8 შენ მოგტმასნია სული ჩემი; შენი მარჯვენაა ჩემი საყრდენი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close