ფსალმუნები 51

By
ივნისი 29, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

511 გუნდის ლოტბარს. მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში. რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველთაოა. 2 სიცრუეს იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა. 3 გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად. სიცრუე მეტად, ვიდრე სიმართლის თქმა; 4 გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარო! 5 ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. 6 ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე: 7 „აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და თავის ბოროტებაში გამაგრდა.” 8 ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხილის ხე ღმერთის სახლში, მე ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე. 9 გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის, და მივენდობი შენს სახელს, რადგან ის ასე კარგია, შენს წმიდათა წინაშე.

ფსალმუნი 50                                                                                                                                          ფსალმუნი 52

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close