ფსალმუნები 45:1-11

By
აგვისტო 31, 2015
1 ყალამოთის ხმაზე. გალობა. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, სწრაფი შემწე გასაჭირში. 2 ამიტომ არ შეგვეშინდება, ქვეყნიერებაც რომ შეიცვალოს, მთები რომ იძრნენ ზღვათა შუაგულში. 3 თუნდ იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები ირყეოდნენ მათი მღელვარებისგან. 4 არსებობს მდინარე, რომლის ნაკადებიც ახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას. 5 ღმერთი მის შუაგულშია; ის არ შეიძვრის, განთიადზევე მოვა ღმერთი მის დასახმარებლად. 6 ღრიალებენ ერები, ზანზარებენ სამეფონი; როდესაც ის ხმას გამოსცემს, ლღვება დედამიწა. 7 ძალთა უფალი ჩვენთანაა; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. 8 მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა. 9 ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდემდე, მშვილდს მუსრავს და შუბს ამსხვრევს, ეტლებს ბუგავს ცეცხლით. 10 შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი: ამაღლებული ერებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close