ფსალმუნები 33

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
331 დავითისა. როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე, განიდევნა და წავიდა. განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე. 2 უფლით იქადის ჩემი სული; მოისმენენ მშვიდნი და გაიხარებენ. 3 ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად. 4 მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელიდან. 5 მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა. 6 აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა. 7 დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩნს მათ. 8 განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება მას, ვინც მასზეა მინდობილი. 9 მოიშიშეთ უფლისა, წმიდანნო მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშთა მისთა. 10 მდიდარნი გაღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ. 11 მოდით, შვილებო, მომისმინეთ! უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ. 12 ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? 13 შეიკავე შენი ენა სიბოროტისაგან და ბაგენი შენნი – ცბიერი სიტყვებისაგან. 14 ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას. 15 უფლის თვალები მიპყრობილია წმიდებისაკენ და მისი ყურები – მათი ღაღადისაკენ. 16 პირი უფლისა – ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი. 17 მოუხმობენ და ისმენს უფალი, და იხსნის ყველა გასაჭირისაგან. 18 ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის. 19 მრავალი სიავე ხვდება მართალს; და ყველაფრისაგან იხსნის უფალი. 20 ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება. 21 მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ. 22 იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულებს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.
ფსალმუნი 32                                                                                                ფსალმუნი 34

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close