ფსალმუნები
1371 დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ! 2 თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს, და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე მთელ შენს სახელზე მეტად სიტყვა შენი. 3 და რომელ დღესაც მოგიხმობდი, შენ მპასუხობდი; მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე. 4 განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ შენს ბაგეთა ნათქვამს. 5 და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა. 6 რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს. 7 თუ გავივილი საფრთხეში, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი. 8 უფალი თავის მიზანს აღასრულებს ჩემზე; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვებ ხელთა შენთა ნამოქმედარს.