17 ბრიყვნი თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ, 18 ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და მიუახლოვდნენ სიკვდილის კარიბჭეს. 19 შეჰღაღადეს უფალს გაჭირვების ჟამს და ურვისგან იხსნა ისინი. 20 მოუვლინა სიტყვა თავისი და განკურნა ისინი, იხსნა ისინი საფლავებიდან. 21 დაე, აქონ უფლის წყალობა და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ! 22 შესწირონ შესაწირავები ქებისა და აუწყონ მისი საქმეები გალობით! 23 ზღვაში ხომალდებით მოგზაურებმა, დიდ წყლებზე საქმის აღმსრულებლებმა, 24 რომელთაც ნახეს უფლის საქმენი და მისი საოცრებანი სიღრმეებში. 25 ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი, და ზეაღიმართებიან ზვირთები, 26 ავლენ ზეცამდე, ჩავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დაილევა. 27 წრიალებენ და ირყევიან, ვითარცა მთვრალნი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა. 28 მაგრამ შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გამოიყვანა ისინი ურვიდან. 29 დააწყნარა ზღვის ღელვა და დაადუმა მისი ტალღები. 30 გამხიარულდნენ, რადგან დაწყნარდნენ; და წარუძღვა ნანატრ ადგილას, 31 დაე, აქონ უფლის წყალობა და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ,