1 ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას, არ დგას ცოდვილთა გზაზე, არ ზის ავყიათა საკრებულოში, 2 არამედ უფლის რჯულია მისი სიამე და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. 3 და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება, და ყოველი მისი საქმე წარმატებულია.