ფილოსოფია ბიბლიის მუხლები

საქმეები 17:18
ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.

კოლოსელთა 2:8
იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.

ეკლესიასტე 1:2
„ამაოებათა ამაოება” – ამბობს ეკლესიასტე. – „ამაოებათა ამაოება, ყოველივე ამაოებაა!”

ესაია 29:14
ამიტომ, აჰა, კვლავ მოვიმოქმედებ საოცრებებს ამ ხალხში, ნიშნებსა და სასწაულებს მოვახდენ, და დაიკარგება სიბრძნე მისი ბრძენკაცებისა და დაიმალება გონიერთა გონება”.

რომაელთა 1:20-22
ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.

1 კორინთელთა 1:19-20
რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?

1 კორინთელთა 2:6-7
ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან, არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.

1 კორინთელთა 3:19-20
ვინაიდან ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენთ. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი”.

1 ტიმოთეს 6:20-21
ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან, ამინ!