8 დიახ, პირიქით, ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, ქრისტე იესოს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც ყველაფერი დავკარგე და ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო 9 და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენის მეშვეობით, რწმენაზე დაფუძნებული ღმერთის სიმართლით, 10 რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, მის სიკვდილთან მსგავსებით, 11 რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.