14 ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, 15 რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღმერთის უმანკო შვილები მრუდსა და უკუღმართ თაობაში, რომლის შორისაც ანათებთ ქვეყნიერებაზე, როგორც მნათობნი, 16 სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, ჩემს სასიქადულოდ ქრისტეს დღეს, რომ ფუჭად არ ვისწრაფვოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი.