1 და გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ ტყვედყიფილნი ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს, 2 და მივიდნენ ზერუბაბელთან და მამის სახლთა თავკაცებთან, და უთხრეს მათ: „ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის დღეთაგან, რომელმაც აქ ამოგვიყვანა ჩვენ.” 3 და უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: „არ იქნება, რომ თქვენ და ჩვენ ერთად ავაშენოთ ჩვენი ღმერთის სახლი; რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის მეფე კიროსს, სპარსთა მეფეს.” 4 და იმ ქვეყნის ხალხი ხელს უშლიდა იუდას ხალხს და აფრთხობდნენ მათ შენებისაგან.