ეზეკიელი 44:17-19

By
ოქტომბერი 5, 2014
17 და როდესაც მივლენ შიდა ეზოს კარიბჭესთან, სელის სამოსელი უნდა ეცვათ და არაფერი მატყლისა შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში მსახურებისას. 18 სელის კიდარი ედგმებათ თავზე და სელის არდაგი ექნებათ შემორტყმული წელზე. ისეთი არაფერი უნდა შემოიხვიონ, რომ გაიოფლონ. 19 და როდესაც გარეთა ეზოში გავლენ ხალხთან, უნდა გაიხადონ სელის სამოსელი, რომლითაც მსახურობენ და დააწყონ წმიდა სენაკებში, და ჩაიცვან სხვა სამოსელი, რათა არ შეეხონ ხალხს თავიანთი წმიდა სამოსლით.

კომენტარის დატოვება

Close
Close