5 და თუ კაცი მართალი იქნება და იქმს სამართალსა და სიმართლეს, 6 მთებზე შეწირულისაგან არა ჭამს და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არა აქვს მიპყრობილი, და მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალთან არ წვება, 7 არავის არ ჩაგრავს და თავის მევალეს ვალს უბრუნებს, ძარცვით არ ძარცვავს, თავის პურს მშიერს აძლევს და შიშველს სამოსით მოსავს. 8 ვახშით არ აძლევს და სარგებელს არ იღებს, უსამართლობისგან ხელს იკავებს და კაცსა და კაცს შორის სწორ სამართალს აჩენს, 9 ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რომ ქმნას ჭეშმარიტება – ის არის მართალი, სიცოცხლით იცოცხლებს,” – სიტყვა უფალი ღმერთისა. –