6 ამაოა მათი ხილვები და სიცრუეა მათი მისნობა და მათი ნათქვამი: უფალმა ბრძანაო. უფალს არ გამოუგზავნია ისინი; მათ კი იმედი აქვთ, რომ უფალი აღასრულებს მათ სიტყვას. 7 განა ამაო ხილვა არ იხილეთ და სიცრუეს არ მისნობდით, რომ ამბობდით: უფლის სიტყვა არისო! მე კი არაფერი მითქვამს.