3 ქერუბიმები იდგნენ უფლის ტაძრის მარჯვენა მხარეს, როცა ის კაცი შედიოდა, და ღრუბელმა გაავსო შიდა ეზო. 4 და აიწია უფლის დიდება ქერუბიმიდან ტაძრის ზღურბლისაკენ და გაივსო ტაძარი ღრუბლით და გაივსო ტაძრის ეზო უფლის დიდების ნათლით. 5 ქერუბიმების ფრთების შრიალის ხმა გარეთა ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერი ღმერთისა, როდესაც ის ლაპარაკობს.