12 სვლისას არ ბრუნავდნენ. და მთელი მათი ტანი, მათი ზურგი, მათი ხელები, მათი ფრთები და მათი ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით, ოთხივე მათგანის ბორბალი. 13 და როგორც ჩემი ყურით გავიგონე, გრიგალი ერქვა მათ. 14 და თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთი სახე – ქერუბიმის, მეორე – ადამიანის, მესამე – ლომის და მეოთხე – ორბის.