ესაია 45:7-12

By
თებერვალი 9, 2015
7 მე გამვსახავ ნათელს და ვქმნი ბნელს, ვაგზავნი მშვიდობას და უბედურებას მოვავლენ; მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას. 8 ჩამოასხურე, ზეცავ, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე გადმოღვარონ; გაიხსნას მიწა და გამოიღოს ხსნა, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად. მე, უფალმა, შევქმენი ეს ყოველივე. 9 ვაი, თავის უფალთან მოშუღარს, ერთ ნატეხს თიხის ნამსხვრევთაგან! განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: რას აკეთებო? ან შენი ნაკეთობა თუ გეტყვის: ხელი არ გივარგაო? 10 ვაი, მას, ვინც თავის მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეო ქვეყანაზე? ან დედას: რისთვის ეწამეო ჩემი შობით? 11 ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა ღმერთი, მისი გამომსახველი: „ჩემს მომავალ ძეებზე მეკითხებით და ჩემი ხელის ნაკეთებზე მიმითითებთ? 12 მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე; ჩემმა ხელებმა, გარდაართხეს ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.

კომენტარის დატოვება

Close
Close