ესაია 40:25-28

By
თებერვალი 12, 2015
25 „ვის მიმამსგავსებთ მე, რომ გავეტოლო?” – ამბობს წმიდა. 26 მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ვინ შექმნა ესენი? ის, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს. მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება. 27 რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: “დაფარულია ჩემი გზა უფლისაგან და ჩემი სამართალი უსხლტება ჩემს ღმერთს?” 28 განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close