ესაია 36:15-20

By
იანვარი 8, 2014
15 ნუ დაგაიმედებთ უფლით ხიზკიაჰუ, რომ გეუბნებათ: ‘გვიხსნის ჩვენ უფალი, არ დაეცემა ეს ქალაქი აშურის მეფის ხელით!’ 16 ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ბრძანა აშურის მეფემ: ‘დამნებდით მე და გამოდით ჩემთან, და ჭამოს თითოეულმა ნაყოფი თავისი ვაზისა და თავისი ლეღვისა, და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭისა, 17 სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდე თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში.’ 18 ნუ გაქეზებთ თქვენ ხიზკიაჰუ: ‘უფალი გვიხსნის ჩვენ!’ განა იხსნეს ხალხების ღმერთებმა – თითოეულმა თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან? 19 სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? როდის უხსნიათ მათ სამარია ჩემი ხელიდან? 20 ამ ქვეყნების ღმერთებს შორის რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close