2 სასტიკი ხილვა მეჩვენა მე: მოღალატე ღალატობს და მძარცველი ძარცვავს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდია! ახლა ბოლოს მოვუღებ ყველა მის ოხვრას. 3 ამის გამო ჩემი წელი კანკალმა მოიცვა, ტკივილებმა შემიპყრო მე, მსგავსად მშობიარის ტკივილებისა, მოვიკრუნჩხე გაგონილისაგან, შევძრწუნდი ნახულისაგან. 4 გული მითრთის, შიში მზარავს; სიამის ღამე საშინელებად მექცა.