მთავარითემები „ე"ემანუელი

ემანუელი

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 7:14
    ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს.
  2. მათეს 1:22-23
    ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა, ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ამბობს: „აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.
  3. ესაია 8:7-10
    უფალი მიუგდებს მათ დიდი მდინარის უზღვავ და მქუხარე წყლებს – აშურის მეფეს და მთელ მის ძალას – და აიწევს მისი კალაპოტი, გადმოხეთქავს და წალეკავს მთელ სანაპიროებს. წარღვნასავით მოვა, იუდას წალეკავს, ყელამდე იქნება, ფრთებით დაფარავს მთელს შენს ქვეყანას, ემანუელ!“ აბობოქრდით, ხალხებო, და თრთოდეთ! ყურად იღე, ქვეყნის კიდით-კიდევ! ბრძოლისთვის განემზადეთ და თრთოდეთ! ბრძოლისთვის განემზადეთ და თრთოდეთ! ბჭობდეთ, მაგრამ დაირღვევა თქვენი თათბირი, სიტყვა თქვით, მაგრამ არ შესრულდება, რადგან ჩვენთანაა ღმერთი!
  4. დაბადება 28:15
    შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.
  5. გამოსვლა 33:14
    თქვა უფალმა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ”.
  6. რიცხვნი 14:9
    ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.
  7. 2 ნეშტთა 13:12
    ახლა, აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები გვიდგანან სათავეში, მქუხარე საყვირებით თქვენს წინააღმდეგ დასაჭექებლად! ისრაელის ძენო, ნუ შეებრძოლებით უფალს, თქვენი მამების ღმერთს, რადგან არ მოგემართებათ ხელი”.
  8. ფსალმუნები 45:7
    ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.
  9. ანგია 2:4
    ახლა კი განმტკიცდი, ზერუბაბელ - ამბობს უფალი - და გამხნევდი, მღვდელმთავარო იესო, იეჰოცადაკის ძევ; გამაგრდი, ქვეყნის მთელო ხალხო - ამბობს უფალი - იმუშავეთ, რადგან თქვენთან ერთად ვარ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  10. გამოცხადება 21:3
    და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.
  11. ლევიანნი 26:11-12
    ჩემს სავანეს დავიდებ თქვენში და არ შეგიძულებთ ჩემი სული. ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.

← ყველა თემა „ე"-ზე

Close
Close