1 ყოველივე ეს ჩავიდე გულში და გამოვიკვლიე, რომ მართალნი და ბრძენნი და მათი საქმენი ღმერთის ხელთაა. კაცმა არ იცის, წინ რა ელოდება – სიყვარული თუ სიძულვილი. და ყველაფერი, რაც ემართება 2 ამაოებაა; ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალსა და უკუღმართს, კეთილსა და ბოროტს, სუფთას და უწმინდურს, მსხვერპლის შემწირავსა და მსხვერპლის არ შემწირავს, კეთილსა და ბოროტს, მოფიცარსა და ფიცის მოშიშს.