10 და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. 11 შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. 12 რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამა სოფლის ბნელეთის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. 13 ამიტომ აიღეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გასძლოთ. 14 მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები,