ეფესელთა 5:1-11

By
იანვარი 21, 2014
1 მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. 2 იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად. 3 ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. 4 ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი, 5 რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღვთის სასუფეველში. 6 არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, ვინაიდან ამისათვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს. 7 ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. 8 ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. 9 რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. 10 გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. 11 ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.

კომენტარის დატოვება

Close
Close