2 თქვენ ხომ ისმინეთ ღმერთის მადლის განმგებლობაზე, რომელიც მომეცა მე თქვენთვის. 3 გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. 4 როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი, 5 რომელიც წინა თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით, – 6 რომ წარმართებიც თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი უნდა იყვნენ ქრისტეში სახარების მეშვეობით,