6 ახლა კი მან მიიღო უპირატესი მსახურება, რაკი იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია და უკეთეს დაპირებებზე არის დადგენილი. 7 ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისათვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ. 8 ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით: „აჰა, დადგება დღეები, ამბობს უფალი, და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. 9 ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა, რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი, ამბობს უფალი. 10 აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. 11 აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს და თავის ძმას და არ ეტყვის: ‘შეიცანი უფალი’; რადგან ყოველი მათგანი, დიდიდან პატარამდე, შემიცნობს მე, 12 რადგან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”. 13 რაკი თქვა: ახალიო, ამით დააძველა პირველი, ხოლო, რაც ძველდება და ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან.