12 გაფრთხილდით, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. 13 არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველდღე, სანამ ითქმის – დღეს, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცთურით. 14 რადგან ქრისტეს ზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.