9 თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთვნიან და გვერიდება მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? 10 ისინი გვწვრთნიდნენ საკუთარი ნების შესაბამისად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენს სასიკეთოდ, რათა ვეზიაროთ მის სიწმიდეს. 11 ყოველი წვრთნა აწმყოში სიხარულად არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. შემდეგ კი ის სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მათ, ვინც მის მიერ განისწავლა.