მთავარითემები „ძ"ძველი გველი

ძველი გველი

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოცხადება 12:9
    და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.
  2. დაბადება 3:1
    ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?
  3. გამოცხადება 20:2
    შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით.
  4. დაბადება 3:13
    უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: „ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: „გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
  5. 2 კორინთელთა 11:3
    მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.
  6. დაბადება 3:14
    უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
  7. გამოცხადება 12:15
    ამოასხა გველმა პირიდან წყალი მდინარესავით დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი.

← ყველა თემა „ძ"-ზე

Close
Close