მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.”
გამოცხადება 6:11
მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსელი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამორჩილნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს.
დაბადება 2:2-3
და მეშვიდე დღეს დაასრულა ღმერთმა თავისი საქმე. და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც აკეთებდა. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებდა.
გამოსვლა 20:8-10
დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია. არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
ესაია 14:3-4
და იქნება იმ დღეს, რომ დაგასვენებს უფალი ტანჯვისა და წამებისაგან და მძიმე ჯაფისაგან, რომლითაც დამონებული იყავით, მაშინ წარმოსთქვამ შენ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: „როგორ დაცხრა მჩაგვრელი, როგორ დაცხრა ზვიადობა!
2 კორინთელთა 2:12-13
ხოლო მე, როცა ტროადაში მოვედი ქრისტეს სახარების გულისათვის, კარი ღია იყო ჩემთვის უფალში, მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე. გამოვემშვიდობე მათ და გავემართე მაკედონიისაკენ.
მარკოზის 6:31
უთხრა მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ.” ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ.
ფსალმუნები 126:2
ამაოდ დგებით ადრიან, დააგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვის პურს, რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
მარკოზის 2:27
უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
ფსალმუნები 4:8
მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
გამოსვლა 23:12
ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა, და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
გამოსვლა 33:14
და თქვა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ შენ.”
ესაია 57:1-2
იღუპება მართალი და არ არის კაცი, გულთან მიმტანი, და მადლის კაცები წაყვანილნი არიან. არავის ესმის, რომ ბოროტების გამოა წაყვანილი მართალი. ის შედის მშვიდობაში, განისვენებს თავის სარეცელზე, ვინც დადის თავის სწორ გზაზე.
ფსალმუნი 22
უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე. სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისთვის. შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. გააწყვე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირთამდე. ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე. და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
ებრაელთა 4:9-11
ამისათვის კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის. ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა – თავისისაგან. მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ სიმშვიდეში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათი მაგალითისამებრ.
ფილიპელთა 4:6-7
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.