10 და ყურს არ ვუგდებდით უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, რათა გვევლო მისი რჯულდებებით, თავისი მსახურების – წინასწარმეტყველების – ხელით რომ დაგვიდო წინ. 11 მთელი ისრაელი გადავიდა შენი რჯულიდან და გადაუხვია, რათა შენი ხმა არ მოესმინა. ამიტომაც გადმოინთხა ჩვენზე ის წყევლა და ფიცი, რომელიც ღვთის მსახურის, მოსეს, რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას.