34 შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე შემდგარს, და შემუსრა იგი. 35 მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა. რკინა, თიხა, ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი კვალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპს რომ დაეცა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაფარა.